იმერეთში გასული 24 საათის განმავლობაში 939 ბიოლოგოური ნიმუში გამოიკვლიეს და კორონავირუსი 99 პირს დაუდასტურდა.
იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ახალი შემთხვევების უმეტესობა – 60 ფაქტი ქუთაისში, დანარჩენი კი რაიონებში დაფიქსირდა. გუბერნატორის თქმით, ინფიცირებულები უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან.
გუბერნატორის ინფორმაციით, დღეიდან იმერეთში კიდევ ერთი, 35 ნომერზე გათვლილი კოვიდსასტუმრო ამოქმედდება. ასევე კოვიდინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩაერთვება რამდენიმე კლინიკა.
ამ დროისთვის იმერეთის რეგიონში არსებულ კლინიკებში მკურნალობის კურსს გადის 501 კოვიდინფიცირებული, 200 უსიმტომო პაციენტი კი სასტუმროშია გადანაწილებული.