იმერეთსა და სამეგრელოში გამოკვლეული 30 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ქუთაისის ლაბორატორიამ იმერეთისა და სამეგრელოს სამედიცინო დაწესებულებებიდან 30 პაციენტის ანალიზი გამოიკვლია და ყველა პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.
ამჟამად იმერეთის რეგიონში არსებულ საკარანტინო სივრცეებში 259 მოქალაქე რჩება. კარანტინის ზონა დატოვა 15-მა პირმა.