იმერეთის საკარანტინო ზონებში საეჭვო სიმპტომები ორ პირს გამოუვლინდა, ისინი ჰოსპიტალში გადაიყვანეს
იმერეთის საკარანტინო ზონებში საეჭვო სიმპტომები ორ პირს გამოუვლინდა, ისინი ჰოსპიტალში გადაიყვანეს

იმერეთის რეგიონში არსებული საკარანტინო ზონებიდან კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენის გამო, გასულ ღამეს ორი პირი ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

იმერეთში თვითიზოლაცია 18-მა პირმა დაასრულა. ამ დროისთვის თვითიზოლაციაში რეგიონში სულ 515 პირი იმყოფება.

ამ დროისთვის საჩხერის კარანტინში 54 მოქალაქეა, აქედან 30 მარნეულის მკვიდრია. საირმის საკარანტინო ზონაში იმყოფება 220 მოქალაქე, „წყალტუბო პლაზაში“ 90, წყალტუბოს ყოფილ სამხედრო სანატორიუმში კი, ამ დროისთვის მხოლოდ 13 მოქალაქეა.

ასევე თვითიზოლაციაში იმყოფება მარნეულის მკვიდრი 26 პირი ხარაგაულში და 28 – თერჯოლაში.