იმერეთის რეგიონში თვითიზოლაცია 35-მა მოქალაქემ დაასრულა, საკარანტინო სივრცე კი, სამმა მოქალაქემ დატოვა
იმერეთის რეგიონში თვითიზოლაციის ვადა დღეს 35-მა მოქალაქემ დაასრულა, საკარანტინო სივრცე კი, სამმა მოქალაქემ დატოვა.
ამ დროისთვის იმერეთში თვითიზოლაციაში 465 ადამიანია, კარანტინში – 383. აქედან 220 – საირმეში, 14 – წყალტუბოს ყოფილ სამხედრო სანატორიუმში, სასტუმრო „პლაზაში“ – 93, საჩხერეში – 56, მათგან 30 მარნეულიდან, გზის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული მოქალაქეები არიან.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, ხარაგაულში ჩინურ კომპანიაში დასაქმებული მარნეულის მცხოვრებლების თვითიზოლაციას კომპანია აკონტროლებს, თერჯოლაში სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულთა თვითიზოლაციას კი, თვალყურს ადგილობრივი ხელისუფლება ადევნებს.
საკარანტინო სივრცეებიდან ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კლინიკაში დღეს არავინ გადაუყვანიათ.