იმერეთის რეგიონში კიდევ ერთი საკარანტინო სივრცე ამოქმედდა.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით ამჯერად საკარანტინო სივრცე მხოლოდ სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვისაა განკუთვნილი.
საკარანტინო სივრცე ქუთაისში მდებარე სასტუმრო „გოლდენ ფლაიერში“ გაიხსნა.
როგორც გიორგიძემ საქართველოს პიორველ არხს განუცხადა, ამჟამად კარანტინში 17 მძღოლი იმყოფება.
სულ კი, იმერეთის რეგიონში არსებულ საკარანტინო სივრცეებში 320 მოქალაქეა მოთავსებული.