იმერეთის რეგიონში გამოკვლეული 201 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეულია 201 ბიოლოგიური ნიმუში და „კოვიდ-19“ არც ერთ პირთან არ დადასტურდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.
კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებსა და კარანტინებიდან გამსვლელ პირებს, ასევე გეგმურად მედპერსონალის ნაწილს ჩაუტარდა.
იმერეთის რეგიონში არსებულ საკარანტინო სივრცეებში ამ დროისთვის 140 პირი იმყოფება.