იმერეთის რეგიონში 569 პირს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა
იმერეთის რეგიონში 569 პირს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში ახალ კორონავირუსზე 569 პირის ნიმუში გამოიკვლიეს, „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს და სხვა სამიზნე ჯგუფებს ჩაუტარდათ.