იმერეთის რეგიონში 16 დღეა, კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი არ გამოვლენილა
იმერეთის რეგიონში უკვე 16 დღეა, „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
როგორც დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 78 პაციენტის ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია.
ანალიზებს შორის იმერეთის რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებების პაციენტებისა და საკარანტინო სივრცეებიდან გამსვლელ პირთა ბიოლოგიური ნიმუშები იყო.
გიორგიძის ინფორმაციით, „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა.
იმერეთის რეგიონში არსებულ საკარანტინო სივრცეებში ამ დროისთვის 207 მოქალაქე იმყოფება.