იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ბესიკ ამირანაშვილი დაინიშნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ბესიკ ამირანაშვილი დაინიშნა. ბესიკ ამირანაშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ამირანაშვილი 2008-2012 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა. 2012-2013 წლებში იყო შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, 2013-2014 წლებში შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი, 2014-2015 წლებში შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი, 2015 წელს შსს-ს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროსი, 2015-2016 წლებში შსს-ს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, 2016-2017 წლებში კი ბესიკ ამირანაშვილი იკავებდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას.
ბესიკ ამირანაშვილმა 2007 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.