იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ დალაქიშვილმა თანამდებობა დატოვა
იმერეთის გუბერნიაში საკადრო ცვლილებები გრძელდება. ქუთაისის ვიცე-მერის, გიორგი იობაშვილის გადადგომის შემდეგ, თანამდებობა იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ (გია) დალაქიშვილმაც დატოვა.
აღნიშნული ინფორმაცია გუბერნიის ადმინისტრაციაში პირველ არხს დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ დალაქიშვილი თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა.
ჯერ უცნობია, ვინ დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობებს.