იმერეთის გუბერნატორი - ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ურთიერთობა უფრო მჭიდრო და ეფექტურ ეტაპზე გადადის, რაც მოგვცემს საშუალებას, ადგილზე უფრო საინტერესო პროექტები განვახორციელოთ
ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო და ეფექტურ ეტაპზე გადადის, – ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული მერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
იმერეთის გუბერნატორმა ხაზი გაუსვა, რომ განხორციელდება პროექტები, რომლებიც პირდაპირ აისახება ჩვენი თანამოქალაქეების შემოსავალზე და მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
„შეიძლება, ითქვას, რომ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო და ეფექტურ ეტაპზე გადადის, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ადგილზე უფრო საინტერესო პროექტები განვახორციელოთ, რომლებიც იქნება მიმართული არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, არამედ პროექტები, რომლებიც პირდაპირ აისახება ჩვენი თანამოქალაქეების შემოსავალზე და მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე“, – განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა.