„იმედის“ ინფორმაციით, წყალტუბოში ოპოზიციის აქტივისტმა „ქართული ოცნების“ წევრს, ერმილე გიგიაძეს მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც გიგიაძე ადგილზე გარდაიცვალა
წყალტუბოში, სოფელ გეგუთის მიკროშტაბში კარდაკარის მიმდინარეობისას ოპოზიციის აქტივისტი როლანდ ნუცუბიძე „ქართული ოცნების“ წევრებს მიუვარდა და მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ურთიერთშელაპარაკების დროს ნუცუბიძემ მმართველი პარტიის წევრს, ერმილე გიგიაძეს რამდენჯერმე შეაგინა.
„იმედის“ ინფორმაციით, გიგიაძე ნერვიულობის ნიადაგზე შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.