„იმედის“ ჟურნალისტი, რომელიც პარლამენტის შენობასთან ჭყლეტაში მოყვა, კლინიკაშია გადაყვანილი
„იმედის“ ჟურნალისტი ლანა პოღოსოვა, რომელიც პარლამენტის შენობასთან ჭყლეტაში მოყვა, კლინიკაშია გადაყვანილი. ინფორმაციას „იმედინიუსი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ის იმ დროს დაშავდა, როდესაც აქციის მონაწილეების მიერ რკინის ჯებირის გარღვევის გაშუქებას ცდილობდა.
„იმედის“ ჟურნალისტის მიმართ აქციის მონაწილეები აგრესიას იჩენდნენ. ჟურნალისტი უსაფრთხო ადგილზე სამართალდამცველებმა გადაიყვანეს, თუმცა აუცილებელი გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება და ის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი“, – აღნიშნულია „იმედინიუსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.