მამუკა ხაზარაძე - „ლელოს“ პოზიცია სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის ხელშეწყობა არასდროს ყოფილა
„ლელოს“ პოზიციაც არასდროს არ ყოფილა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის ხელშეწყობა, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ თვალსაზრისით ელენე ხოშტარიას პოზიციას სრულად იზიარებს.
„აბსოლუტურად ვეთანხები ელენე ხოშტარიას პოზიციას, ჩემი პოზოციაც ეს არის. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, ჩვენ კოალიცია შევქმენით ნიკა მელიასთან, შევქმენით ელენე ხოშტარიასთან, ზურაბ ჯაფარიძესთან. სწორედ ეს იყო კოალიციის იდეა, აქედან გამომდინარე, სრულად ვიზიარებ ელენე ხოშტარიას პოზიციას“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
„დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ კოალიციის პირობები თუ შეიცვლება და მათ შორის ხალხი გადაწყვეტს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს და არა მელია, მაშინ ამ პროცესის მონაწილე არ იქნება, არამედ იქნება ოპოზიციაში.