ილონ მასკმა დონალდ ტრამპის მხარდამჭერი კომიტეტისთვის 75 მილიონი ამერიკული დოლარი გამოყო
ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა სამი თვის განმავლობაში დაახლოებით 75 მილიონი აშშ დოლარი გამოყო კომიტეტისთვის PAC America, რომელიც მხარს რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატს, დონალდ ტრამპს უჭერს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა „ჰილი“ ავრცელებს.
სტატიის მიხედვით, ივნისიდან აღნიშნულმა კომიტეტმა წინასაარჩევნო კამპანიაზე 102,2 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა. ათეულობით მილიონი დოლარი გამიზნული იყო ტრამპის მხარდასაჭერად და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისზე თავდასხმებისთვის. ასევე, კომიტეტმა თითქმის 8,9 მილიონი დოლარი დახარჯა აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან ბრძოლაზე, ვიდრე ის საარჩევნო რბოლას გამოეთიშებოდა.
„ჰილი“ აღნიშნავს, რომ რამდენიმე თვეში კომიტეტი, რომელშიც თანხას ილომ მასკი აბანდებდა, საპრეზიდენტო არჩევნების დროს გაწეული ხარჯების მოცულობით მეშვიდე ადგილზე აღმოჩნდა.
America PAC-ში შენატანები გააკეთეს ასევე მასკის ახლო მოკავშირეებმა. კერძოდ, Palantir Technologies-ის თანადამფუძნებელმა, ჯო ლონსდეილმა, Sequoia Capital-ის პარტნიორებმა, დაგ ლეონემ და შონ მაგუაირმა, კრიპტოინვესტორებმა კამერონ და ტაილერ უინკლვოსებმა. ანგარიშის თანახმად, მასკმა ივლისში სამი შენატანი გააკეთა America PAC-ში, ჯამში, 15 მილიონი დოლარის ოდენობით, ივლისში – კიდევ სამი შენატანი, რომელთა მოცულობა 30 მილიონ დოლარს შეადგენდა, ანალოგიური თანხა მასკმა დახარჯა სექტემბერშიც.