ილონ მასკი - „ტვიტერმა“ დონალდ ტრამპი ასობით აქტივისტი თანამშრომლის ზეწოლის შედეგად დაბლოკა, იმის მიუხედავად, რომ ისინი თავად აცნობიერებდნენ, მას წესები არ დაურღვევია
ილონ მასკი აცხადებს, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ დაურღვევია სოციალური ქსელ „ტვიტერის“ წესები და ის ზეწოლის გამო დაბლოკეს. ამის შესახებ მასკმა „ტვიტერში“ დაწერა.
„ასობით აქტივისტი თანამშრომლის ზეწოლის შედეგად, „ტვიტერმა“ დაბლოკა ტრამპი, მოქმედი პრეზიდენტი, იმის მიუხედავად, რომ ისინი თავად აცნობიერებდნენ, მას არ დაურღვევია წესები“, – დაწერა მასკმა.
ილონ მასკმა „ტვიტერში“ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში გასულ თვეში აღადგინა, მანამდე აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელის მომხმარებლებში გამოკითხვა ჩაატარა.
დონალდ ტრამპის ანგარიში სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ 2021 წლის 6 იანვარს ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ დაბლოკეს. კომპანიაში მაშინ განაცხადეს, რომ ეს აკრძალვა უკავშირდებოდა ძალადობისკენ წაქეზების რისკს.