ილონ მასკი აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, „კოვიდ-19“-ით არის ინფიცირებული
ილონ მასკის მიაჩნია, რომ დიდი ალბათობით, „კოვიდ-19“-ით არის ინფიცირებული. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
კომპანია „ტესლას“ აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს, თუმცა ტესტების პასუხები ურთიერთგამომრიცხავია.
„სხვადასხვა ლაბორატორიიდან განსხვავებულ პასუხებს ვიღებ. დიდი ალბათობით, ვირუსის მსუბუქი ფორმა მაქვს. ჩემი სიმპტომი მსუბუქ გაციებას ჰგავს“, – წერს ილონ მასკი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.