ილია თოფურია დეიმონ ჯექსონთან ბრძოლისთვის ხორხე მასვიდალთან ერთად ემზადება
ახალგაზრდა ქართველი მებრძოლი ილია თოფურია, რომელიც შერეულ ორთაბრძოლებში დაუმარცხებელია, UFC-ში რიგით მეორე დაპირისპირებას ამერიკელი დეიმონ ჯექსონის წინააღმდეგ 6 დეკემბერს გამართავს.
ილია თავის გუნდთან ერთად ბრძოლისთვის ფლორიდაში ემზადება. დღეს ქართველმა მებრძოლმა საკუთარ „ინსტაგრამის“ გვერდზე ხორხე მასვიდალთან საერთო ვარჯიშის ფოტოები გამოაქვეყნა. როგორც ჩანს ხორხე ილიას მომზადებაში პირადად ეხმარება.
შეგახენებთ, რომ თოფურიასა და ჯექსონის ბრძოლა ლას ვეგასში 6 დეკემბერს შედგება. იმავე ქარდზე ბრძოლას კიდევ ორი ქართველი გამართავს. რომან დოლიძე ჯონ ალანს დაუპირისპირდება. მერაბ დვალიშვილისთვის კი პრომოუშენი ახალ მეტოქეს ეძებს.