ილია ნაკაშიძე - აჭარის უმაღლესი საბჭო აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ თორნიკე რიჟვაძეს უჭერს მხარს
„ქართულმა ოცნებამ“ პოლიტსაბჭოზე აჭარის მთავრობის მეთაურის პოსტზე ხუთი კანდიდატურა განიხილა და მათგან უპირატესობა თორნიკე რიჟვაძეს მიანიჭა. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ილია ნაკაშიძემ განაცხადა.
„პოლიტსაბჭოზე ვიმსჯელეთ. საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა თანახმაა, აჭარის უმაღლესი საბჭო მხარს უჭერს თორნიკე რიჟვაძეს. ვერ ვხედავ მიზეზს, რომ პრეზიდენტმა თქვას უარი კანდიდატზე და ვიმედოვნებ, პოლიტიკურ ჩიხში არ შევა პროცესები“, – განაცხადა ილია ნაკაშიძემ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ თანამდებობა 4 ივლისს დატოვა.