ილია მეორის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოს უნივერსიტეტის რექტორად სერგო ვარდოსანიძე უვადოდ დაინიშნა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ახალი წესდება დამტკიცდა, რომლის თანახმად, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭო გაუქმდა. ინფორმაციას უნივერსიტეტის რექტორი სერგო ვარდოსანიძე ავრცელებს.
ამასთან, ილია მეორის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანებით, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე უვადოდ დაინიშნა.
სერგო ვარდოსანიძე პატრიარქის ბრძანების ასლსაც აქვეყნებს.