სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 41 წელი შესრულდა.
ამ თარიღისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება. კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად, ღვთისმსახურებაში წმინდა სინოდის წევრები მიიღებენ მონაწილეობას.
ტრადიციულად, ილია მეორე მილოცვებს მიიღებს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მრევლისაგან.
ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. მისი ინტრონიზაცია ამავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში მოხდა.