ილია მეორეს იუბილესთან დაკავშირებით საპატრიარქოში მღვდელმთავრები და ეპიდემიოლოგები იმყოფებოდნენ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორეს დაბადებიდან 88 -ე წლის იუბილესთან დაკავშირებით 2021 წლის 3 იანვარს საპატრიარქოში მღვდელმთავრები და ეპიდემიოლოგები იმყოფებოდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კათოლიკოს-პატრიარქმა ეპიდემიოლოგებს მადლობა გადაუხადა თავდადებული შრომისა და გაწეული ღვაწლისთვის.
პატრიარქს იუბილე მიულოცეს: ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმს დანიელმა, ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ და ჭყონდიდის ეპისკოპოსმა გრიგოლმა.