ილია მეორეს გერმანული Voice-ის გამარჯვებული ნათია თოდუა ესტუმრა
ილია მეორეს გერმანული Voice-ის გამარჯვებული ნათია თოდუა ესტუმრა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გერმანიის ხმა – ნათია თოდუა და მისი ოჯახის წევრები მიიღო. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

საპატრიარქოს ცნობით, ნათიამ, რომელიც წარმოშობით სოხუმიდანაა, აფხაზეთზე დაწერილი, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას ლექსზე შექმნილი სიმღერა შეასრულა. მისმა უწმინდესობამ ახალგაზრდა ქართველ მომღერალს დიდი გამარჯვება მიულოცა, დალოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.