სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა მისცა.
უწმინდესმა საკუთარი არჩევანი კრწანისის საარჩევნო ოლქის მეოთხე საარჩევნო უბანზე გააკეთა.
„ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. საქართველო ბედნიერი იქნება. დალოცვილი იყავით“, – განაცხადა ილია მეორემ.
პატრიარქი უბანზე მღვდელმთავრებთან და თავის თანამოსაყდრესთან ერთად, მეუფე შიოსთან ერთად იმყოფებოდა.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ექვსი წლის ვადით ირჩევს.