ილია მეორემ საპატრიარქოში არქიმანდრიტი სისო (ბერიძე) მიიღო
ილია მეორემ საპატრიარქოში არქიმანდრიტი სისო (ბერიძე) მიიღო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ არქიმანდრიტი სისო (ბერიძე) მიიღო.

როგორც საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, მამა სისო (ბერიძე) არის ძმა დიაკონ სევერიანე ბერიძისა, რომელიც წმინდა სინოდის მიერ 2018 წლის 21 ივნისს წმინდანად შეირაცხა და ეწოდა წმიდა დიაკონი სევერიანე, – აჭარელი აღმსარებელი (ხსენების დღე 9(22) აგვისტო).