სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოსთან (მუჯირი) ერთად ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილის მოჭიდავეები დალოცა, რომლებიც ოლიმპიურ შეჯიბრებაზე მიემგზავრებიან.
საპატრიარქოს ინფორმაციით, ილია მეორემ და მიტროპოლიტმა შიომ ასევე დალოცეს ტოკიოში მყოფი ჩვენი სპორტსმენები, რომელთაც გამარჯვება უსურვეს.