ილია მეორემ დალოცა მოჭიდავეები, რომლებიც ოლიმპიურ შეჯიბრებაზე მიემგზავრებიან
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დალოცა მოჭიდავეები, რომლებიც ოლიმპიურ შეჯიბრებაზე მიემგზავრებიან.
ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
„ა.წ. 22 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან (მუჯირი) ერთად დალოცა მოჭიდავეები, რომლებიც ოლიმპიურ შეჯიბრებაზე მიემგზავრებიან.
მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ და მიტროპოლიტმა შიომ ასევე დალოცეს უკვე პარიზში მყოფი ჩვენი სპორტსმენები და ყველას გამარჯვება უსურვეს“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.