ილია მეორემ ბოდბის მონასტრის მთავარი ეკლესია უცხოელ ეპისკოპოსთან ერთად მოილოცა
ილია მეორემ ბოდბის მონასტრის მთავარი ეკლესია უცხოელ ეპისკოპოსთან ერთად მოილოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ბოდბის მონასტრის მთავარი ეკლესია უცხოელ ეპისკოპოსთან ერთად მოილოცა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალის იუწყება.

მოგვიანებით პატრიარქმა წმინდა ნინოს სახელობის მშენებარე ეკლესია დაათვალიერა და მრევლი დალოცა.

არსებული ინფორმაციით, პატრიარქი ბოდბის ეპარქიაში რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩება.