ილია მეორე - წმინდა ცეცხლის მადლი გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს
წმინდა ცეცხლის მადლი გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს, სადაც ცოტა ხნის წინ წმინდა ცეცხლი მიიტანეს.
„ჩამოგვივიდა წმინდა ცეცხლი, ამ წმინდა ცეცხლის მადლი გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. იხარეთ ორსავე სოფელსა შინა“, – მიმართა სამების ტაძარში მყოფებს ილია მეორემ.
იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლი მომლოცველთა ჯგუფმა ჩამოიტანა. წმინდა ცეცხლი ეკლესიებში გადანაწილდება.