ილია მეორე - წინასწარი შეფასებებისგან თავის შეკავება აუცილებელია, ვიდრე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე მსოფლიო საპატრიარქოსა და რუსეთის ეკლესიის საბოლოო პოზიცია არ დაფიქსირდება
წინასწარი შეფასებებისგან თავის შეკავება აუცილებელია, ვიდრე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე მსოფლიო საპატრიარქოსა და რუსეთის ეკლესიის საბოლოო პოზიცია არ დაფიქსირდება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უკრაინის რადას თავმჯდომარე ანდრი პარუბისთან შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
საპატრიარქოს ცნობით, ილია მეორემ ანდრი პარუბი და მისი თანმხლები პირები 5 ოქტომბერს მღვდელმთავრებთან ერთად მიიღო.
როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრაზე უკრაინაში არსებული მდგომარეობა განიხილეს.
„აუცილებელია წინასწარი შეფასებებისგან თავის შეკავება, ვიდრე არ დაფიქსირდება საეკლესიო კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებული მსოფლიო საპატრიარქოსა და რუსეთის ეკლესიის ოფიციალური და საბოლოო პოზიცია,” – განაცხადა ილია მეორემ.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ანდრი პარუბიმ პატრიარქთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება კანონიკურ სამართალს უნდა ემყარებოდეს.