ილია მეორე წინასაარჩევნოდ სასულიერო პირებს მიმართავს - ჩრდილს ნუ მიაყენებთ ეკლესიასა და საკუთარ თავს
ჩრდილს ნუ მიაყენებთ ეკლესიასა და საკუთარ თავს, – ასე მიმართავს სასულიერო პირებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წინასაარჩევნოდ.
„სამწუხაროდ, არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით ზოგიერთი ღვთისმსახური აკეთებს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს და ამასთან, საჯარო სივრცეში არაკორექტულად მოიხსენიებს ამა თუ იმ პოლიტიკურ პირს.
მოვუწოდებთ მოძღვრებს, მღვდელმთავრებს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისგან. მათ ასევე შევახსენებთ, რომ ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური, ერის გამაერთიანებელი ძალა და ჩრდილს ნუ აყენებენ მას და საკუთარ თავს“, – აღნიშნულია საქართველოს პატრიარქის მიმართვაში.