ილია მეორემ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა [ვიდეო]
ილია მეორემ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა [ვიდეო]

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში ჩავიდა.

პატრიარქმა ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

“ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ არჩილის სული ცოცხალია და მას სჭირდება ლოცვები. ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას. ეს არის მწუხარება მთელი საქართველოსი“, – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, 20 მარტს გადმოასვენეს.

ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ექსპერტიზას წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ წარმომადგენელიც დაესწრო. „ემპათიას“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით წამების კვალზე მიუთითებს. არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით 24 მარტს დაკრძალავენ.

 

წილკანში საქართველოს პატრიარქი ჩავიდა

Posted by პირველი არხი on 2018 წლის 23 მარტი, პარასკევი