ილია მეორე - ვულოცავთ ჩვენს პრეზიდენტს ნინოობას, ღმერთმა ძალა მისცეთ მას და საქართველოს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნინოობას აღნიშნავს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა.
„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. განსაკუთრებით მივულოცავ, ვინც მის სახელს ატარებს. თქვენ იცით, რომ ჩვენი პრეზიდენტი, რომელსაც ვუწოდებთ სალომეს, არის მატარებელი სხვა სახელის – ნინოსი. ვულოცავთ ჩვენს პრეზიდენტს ნინოობას, ღმერთმა ძალა მისცეთ მას და საქართველოს.
წმინდა ნინოს ცხოვრება უდიდესი სასწაულია. თქვენ გიფიქრიათ, საიდან მოიპოვა ამდენი ძალა, ენერგია, რომ ამ შორეულ ქვეყანაში წამოსულიყო. ღმერთი იყო მასთან, ღმერთი მფარველობდა მას.
მისი ლოცვა ძლიერია დღესაც. ჩვენ, ყველანი ვგრძნობთ მის შემწეობას. შეგეწიოთ წმინდა ნინოს მადლი და ღვაწლი, შეგეწიოთ მისი ლოცვები. ჩვენთან არს ღმერთი!“ – აღნიშნა ილია მეორემ.