ილია მეორე - ვლოცავთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას
ილია მეორე - ვლოცავთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე სააღდგომო ეპისტოლეში ყველა ქრისტიანს და ქრისტეს ყველა მადიდებელს ულოცავს დღესასწაულს.

პატრიარქი ლოცავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას და უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს.

​„ვლოცავთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას.

ვლოცავთ უცხოეთში მყოფ ჩვენს სასულიერო პირებსა და თანამემაულეთ, იცოდეთ, მანძილის სიდიდე და საზღვრები ჩვენ ვერ დაგვაშორებს, ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის, თქვენ ლოცულობთ ჩვენთვის და ჩვენ ერთად ვართ.

ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ასევე ვულოცავთ ბერძნებს, უკრაინელებს, რუსებს, სომხებს, ებრაელებს, აზერბაიჯანელებს, უდინებს, იეზიდებს, ქურთებს, ინგუშებს, ჩერქეზებს, ჩეჩნებს, ლეკებს, ყოველ მკვიდრს საქართველოისა და ჩვენს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ.

ვულოცავთ ყველა ქრისტიანს და ქრისტეს ყველა მადიდებელს“, – აღნიშნულია პატრიარქის ეპისტოლეში.