ილია მეორე თურქეთის ელჩს შეხვდა
ილია მეორე თურქეთის ელჩს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მღვდელმთავრებთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ფატმა სერენ იაზგანი მიიღო.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო თურქეთსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებს და განხილულ იქნა მისი გაღრმავების გზები.

„გამოთქმული სურვილების შესახებ აუცილებლად გვექნება საუბარი შესაბამის პირებთან და ყველაფერს გავაკეთებთ თურქეთ-საქართველოს შორის მეგობრობის შენარჩუნება-განმტკიცებისთვის“, – ფატმა სერენ იაზგანმა.