სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ცნობილ პუბლიცისტს, ფილოლოგს და ჟურნალისტს, ღირსების ორდენის კავალერს, საქართველოს პირველი არხის სამაუწყებლო ენის მთავარ რედაქტორს, თამაზ ტყემალაძეს საიუბილეო თარიღს ულოცავს.
პატრიარქი თამაზ ტყემალაძეს ჯანმრთელობასა და მხნეობას უსურვებს.
„ქართულ მწერლობაზე შეყვარებული, ალალი, მოსიყვარულე, კეთილი, მიამიტი, სამშობლოს ერთგული შვილი… ასეთად იცნობენ ბატონ თამაზ ტყემალაძეს ახლობლები, რომელთა რიცხვიც ძალზედ დიდია. ვულოცავთ მას დაბადების საუბილეო თარიღს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და უფლის შეწევნას საქართველოს მსახურებისთვის. ღმერთმა დალოცოს ბატონი თამაზის ოჯახი“, – აღნიშნულია პატრიარქის მილოცვაში.