ილია მეორე - თამაზ გინტურის სიცოცხლე ქვეყნისადმი სიყვარულსა და სალოცავი სიწმინდის მონახულების სურვილს შეეწირა, ღმერთმა ნათელში განუსვენოს მის უკვდავ სულს 
ილია მეორე - თამაზ გინტურის სიცოცხლე ქვეყნისადმი სიყვარულსა და სალოცავი სიწმინდის მონახულების სურვილს შეეწირა, ღმერთმა ნათელში განუსვენოს მის უკვდავ სულს 

კირბალში, საოკუპაციო ხაზთან მომხდარმა მკვლელობამ მთელი საქართველო აღაშფოთა, ღმერთმა ნათელში განუსვენოს თამაზ გინტურის უკვდავ სულს და სამშობლოსათვის მებრძოლთა თანა სავანე მართალთა დაუმკვიდროს, – ამის შესახებ აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძირმის წერილში.

„კირბალში, საოკუპაციო ხაზთან მომხდარმა მკვლელობამ მთელი საქართველო აღაშფოთა. ბატონი თამაზ გინტურის სიცოცხლე ქვეყნისადმი სიყვარულსა და თავისი სალოცავი სიწმინდის მონახულების სურვილს შეეწირა. ოკუპანტთა მხრიდან მისთვის ზურშგი ნასროლი ორი ტყვია მათი დიდი დანაშაული და დიდი სირცხვილია.

ღმერთმა ნათელში განუსვენოს თამაზის უკვდავ სულს და სამშობლოსათვის მებრძოლთა თანა სავანე მართალთა დაუმკვიდროს. მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კი მომადლოს ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა მარადიული ცხოვრებისა, რომლის თანაზიარიც თამაზი უკვე გახდა“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.