ილია მეორე სვეტიცხოველში საღმრთო ლიტურგიას აღავლენს [ფოტო]
12:09, 13.07.2019
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სვეტიცხოველში საღმრთო ლიტურგიას აღავლენს.
დღეს 12 მოციქულის ხსენების დღე აღინიშნება. სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარი 12 მოციქულის სახელზეა აგებული და ამიტომაც, 13 ივლისის დღესასწაულს სვეტიცხოვლობასაც უწოდებენ.
სვეტიცხოველში იმყოფებიან ადამიანები, რომლებმაც წმინდა ნინოს გზაზე მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა. მათ პატრიარქი დალოცავს და სპეციალურ სიგელებს გადასცემს.
სვეტიცხოველში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ასევე მიიღო მონაწილეობა წინდა ნინოს გზაზე მსვლელობაში.