დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პატრიარქის მფარველი წმინდანის, წმინდა ილია თეზბიტელის და წმინდა ილია მართლის ხსენებას აღნიშნავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში იმყოფება, სადაც წირვა აღევლინება.
„იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. სიხარული შედეგია სიყვარულისა, გიყვარდეთ ერთმანეთი. ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი. ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა სიონის საპატრიარქო ტაძარში.