ილია მეორე - საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და შემთხვევითი არ არის, რომ სენი, რომელიც მთელ მსოფლიოს მოედო, საქართველოში არ არის
ილია მეორე - საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და შემთხვევითი არ არის, რომ სენი, რომელიც მთელ მსოფლიოს მოედო, საქართველოში არ არის

ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ინება, საქართველო ყოფილიყო წილხვედრი. შემთხვევითი არ არის, რომ ის სენი, რომელიც მოედო მთელ მსოფლიოს, საქართველოში არ არის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.

ილია მეორემ ტაძარში შეკრებილებს მირქმის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს დღესასწაული აღდგომის ტოლია.

„ჩვენთან არს ღმერთი. გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, მირქმას, ეს არის იმდენად დიდი დღესასწაული, რომ წმინდა მამები ამბობენ, რო აღდგომის ტოლია. აღდგომა სულიერი აღდგომაა. მოგმადლოთ უფალმა. დღეს არის შეხვედრა ძველისა და ახალი აღთქმისა, დღეს არის შეხვედრა და განახლება ერისა. წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა იყოს თქვენთანა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ღმერთმა ინებოს, რომ მომზადებული შევხვდეთ მაცხოვრის მეორედ მოსვლას. საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ინება, საქართველო ყოფილიყო წილხვედრი. შემთხვევითი არ არის, რომ ის სენი, რომელიც მოედო მთელ მსოფლიოს, საქართველოში არ არის. მადლობა და დიდება უფალს. დაგლოცავთ თქვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს“, – აღნიშნა პატრიარქმა.