ილია მეორე - რთული გზა გამოვიარეთ, მინახავს წიგნი, სადაც კომუნისტების მიერ რწმენისთვის დახვრეტილთა გვარებია ჩამოწერილი, დრო შეიცვალა, დღეს მშობლების მოვალეობაა, შვილები ეკლესიურ ცხოვრებას აზიარონ
ჩვენ გამოვიარეთ რთული გზა, ჯოჯოხეთი, მინახავს წიგნი, სადაც ჩამოწერილია სახელები ადამიანებისა, რომლებიც დახვრიტეს კომუნისტებმა რწმენისთვის, დრო შეიცვალა, დღეს მშობლების მოვალეობაა, აზიარონ შვილები სარწმუნოებას, ეკლესიურ ცხოვრებას, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე ქადაგებისას აღნიშნა.
„გილოცავთ დღესასწაულს, ტაძრად მიყვანებას ყოვლადმწინდისა ღვთისმშობლისა. ეს არის მაგალითი, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ. რა გამოვიარეთ ჩვენ? ჩვენ გამოვიარეთ რთული გზა, – ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. მე მინახავს წიგნი, სადაც ჩამოწერილია სახელები ადამიანებისა, რომელნიც დახვრიტეს კომუნისტებმა რწმენისთვის.
დრო შეიცვალა. დღეს მშობლების მოვალეობა არის, რომ აზიარონ შვილები სარწმუნოებას, აზიარონ ეკლესიურ ცხოვრებას. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღესასწაულს.
იმედი მაქვს, შევძლებთ, დავძლიოთ ის სირთულეები, რაც ჩვენს წინაშე დგას. ჩვენთან არს ღმერთი“,- განაცხადა ილია მეორემ.