ილია მეორე - მრავალი შემთხვევაა, როდესაც დედა ტოვებს ოჯახს, მიდის სამსახურში, სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა, ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა დედამ აღასრულოს თავისი ვალი
მრავალი შემთხვევაა, როდესაც დედა ტოვებს ოჯახს და მიდის სამსახურში, სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა. ღმერთმა მოგცეთ ძალა, სიბრძნე, ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა დედამ აღასრულოს თავისი ვალი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადადებისას აღნიშნა.
პატრიარქმა მრევლს მარიამ მაგდალინელის დღესასწაული მიულოცა და დედის როლზე ისაუბრა.
„დღეს ჩვენ ვფიქრობთ დედის როლსა და დედის მნიშვნელობაზე. იმ დროს, როდესაც ჯვარს აცვეს მაცხოვარი, მოწაფეებმა დატოვეს უფალი, მარიამ მაგდალინელი იდგა ჯვრის გვერდით და ის სიყვარული, რომელიც იყო მაცხოვარს, მარიამ მაგდალინელსა და მენელსაცხებლე დედებს შორის, ეს არის მაგალითი, როგორ ერთგულად უნდა იმოღვაწეოს ყოველმა ქალმა, დედამ, დამ. როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ეკლესიასთან, ოჯახთან, ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს. მრავალი შემთხვევაა, როდესაც დედა ტოვებს ოჯახს და მიდის სამსახურში. სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა. ღმერთმა ძალა და სიბრძნე მოგცეთ, ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა დედამ აღასრულოს თავისი ვალი ღვთისა და სამშობლოს წინაშე. ჩვენთან არს ღმერთი“, – აღნიშნა პატრიარქმა.