ილია მეორე - მინდა, დავლოცო ჩვენი ხელისუფლება, სამღვდელოება, ხალხი, რადგან ყველაფერს აკეთებენ, რომ უფალი ჩვენთან იყოს
მინდა, დავლოცო ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სამღვდელოება, ჩვენი ხალხი. ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უფალი ჩვენთან იყოს, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
„ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა უფალი ახლოსაა ჩვენთან, უფალი ჩვენთანაა და ჩვენ მადლობას ვწირავთ უფალს. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გვაძლევს საშუალებას წირვა-ლოცვისა. მე მინდა, დავლოცო ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სამღვდელოება, ჩვენი ხალხი, რადგან ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უფალი ჩვენთან იყოს, სხვაგან არა არის ამის საშუალება. კვირაცხოვლობა კიდევ იმითაა მნიშვნელოვანია, რომ კვირაცხოვლობის დღეს მსოფლიო პატრიარქმა გადმოგვცა ჩვენ სიგელი, სადაც ცნობს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას. მე მინდა, მადლობა შევწირო უფალს და მსოფლიო პატრიარქს, ეკლესიას კონსტანტინეპოლისას ამდენი წყალობისთვის“,- განაცხადა საქართველოს პატრიარქმა.