ილია მეორე - გილოცავთ შობის დღესასწაულს, დიდი განსაცდელი გამოვიარეთ და შეიძლება, კიდევ იყოს, მაგრამ გვახსოვდეს, რომ უფალი გვიფარავს
გილოცავთ შობის დიდ დღესასწაულს, დღეს ცა და ქვეყანა ზეიმობს, დღეს ცა და ქვეყანა გალობს საგალობელს, დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება, – ასე მიმართა სრულია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების ტაძარში შობის დღესასწაულზე შეკრებილ მრევლს.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, არის ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის, კეთილი გაიმარჯვებს.
„გილოცავთ ქრისტესშობის დიდ დღესასწაულს დღეს ცა და ქვეყანა ზეიმობს, დღეს ცა და ქვეყანა გალობს საგალობელს, დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ეს მიგვითითებს იმაზე, რომ უნდა ვადიდოთ უფალი და მშვიდობა იქნება ქვეყანასა ზედა და ადამიანთა შორის სათნოება და სიყვარული. დიდი განსაცდელი გამოვიარეთ ჩვენ და შეიძლება, კიდევ იყოს განსაცდელი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი ჩვენთან არს, უფალი გვიფარავს ჩვენ. არის ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის, კეთილი გაიმარჯვებს. დალოცვილი იყავით, იხარეთ ორსავე სოფელსა შინა, სააქაოს და საიქიოს. დალოცვლილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა, ჩვენთან არის ღმერთი“, – აღნიშნა პატრიარქმა.