ილია მეორე - დღეს ზეიმია სიყვარულისა და ყოველმა ჩვენგანმა სიხარული უნდა მიანიჭოს თავის ახლობლებს
დღეს ზეიმია სიყვარულისა და ყოველმა ჩვენგანმა სიხარული უნდა მიანიჭოს თავის ახლობლებს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვის შემდეგ განაცხადა.
პატრიარქმა მრევლს ხარება მიულოცა და დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ყველას გილოცავთ ხარების დღესასწაულს. ეს არის ისეთი დიდი დღესასწაული, ხალხი ამბობს, რომ ფრინველიც, ჩიტიც ბუდეს არ იკეთებს, ადიდებს ღმერთს. დღეს ზეიმია სიყვარულისა და ყოველმა ჩვენგანმა სიხარული უნდა მიანიჭოს თავის ახლობლებს. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ღმერთმა და ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ. დიდება უფალს და მადლობა უფალს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, ღმერთმა დალოცოს და გაახაროს სრულიად საქართველო“, – აღნიშნა ილია მეორემ.