ილია მეორე - დასრულდა ცესკო-ს მიერ არჩევნების შედეგების გამოვლენა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა „ქართული ოცნების“ ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება, გულითადად ვულოცავთ მათ ამ წარმატებას
ილია მეორე - დასრულდა ცესკო-ს მიერ არჩევნების შედეგების გამოვლენა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა „ქართული ოცნების“ ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება, გულითადად ვულოცავთ მათ ამ წარმატებას

დასრულდა ცესკო-ს მიერ არჩევნების შედეგების გამოვლენის პროცესი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა „ქართული ოცნების“ ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება. გულითადად ვულოცავთ მათ ამ წარმატებას, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს განცხადებაშია ნათქვამი.

პატრიარქი გამოთქვამს იმედს, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეძლებენ, შემდგომი წლები მაქსიმალურად გამოიყენონ ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის.

„მართალია, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და წინააღმდეგობის გაგრძელებას გეგმავს, მაგრამ გამოვთქვამთ იმედს, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეძლებენ, შემდგომი წლები მაქსიმალურად გამოიყენონ ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის.

ყველაფერი ამქვეყნად ღვთის ნებითაა. მთავარია, ჩვენსა და უფალს შორის სინერგია შედგეს.

უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს საქართველო მშვიდობით, ამინ!“ – ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.