ილია მეორე - ჩვენი ახალგაზრდობა სხვებთან შედარებით კარგია, მაგრამ ზედმეტად ამაყები ვართ
სამების საკათედრო ტაძარში, საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ქადაგების დროს ნარკომანიის პრობლემასა და ბავშვების აღზრდის საკითხზე ისაუბრა.
მან ამბიონზე ბავშვები იხმო და მოუწოდა, არასდროს გასინჯონ ნარკოტიკული ნივთიერებები.
„დღეს მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო ბავშვების აღზრდას, ჩვენი ახალგაზრდობა უნდა ითქვას, რომ სხვებთან შედარებით, კარგი ახალგაზრდობაა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთი ნაკლი, ჩვენ ვართ ზედმეტად ამაყები.
ზოგიერთი ახალგაზრდა იღებს ნარკოტიკებს. ბავშვებო, თქვენ ახლა დგახართ ღვთის წინაშე, თქვენ უნდა დადოთ სიტყვა, რომ თქვენ არასოდეს გაეკარებით ნარკოტიკებს, თანახმა ხართ? თქვით ერთად “თანახმა ხართ”.
თქვენ არც უნდა გასინჯოთ ეს ავი საწამლავი, ადამიანი კარგავს თავის სახეს, თავის სულს, ოჯახს, მშობლებსა და სამშობლოს, ამიტომ ყველას უნდა ვუთხრათ, რომ ეს არის დამღუპველი“, – აღნიშნა ილია მეორემ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ ახალგაზრდები გათავისუფლდებიან ცუდი ჩვევებისგან.
„იმედი მაქვს, რომ იგრძნობს ნარკომანიის საშიშროებას. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, რომ ნარკოტიკი არასდროს გასინჯოთ“, – აღნიშნა ილია მეორემ.