ილია მეორე ბრიტანეთის დედოფალს, ელისაბედ მეორეს ტახტზე ასვლის 70 წლისთავს ულოცავს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს დედოფალს, ელისაბედ მეორეს ტახტზე ასვლის 70 წლისთავს ულოცავს.
„თქვენო უდიდებულესობავ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფო ტახტზე აბრძანების 70 წლისთავს. თქვენი მმართველობის პერიოდი განსაკუთრებული და უმნიშვნელოვანესია როგორც თქვენი ქვეყნის ცხოვრებაში, ისე სამეფო დინასტიათა ისტორიაში.
გილოცავთ საიუბილეო თარიღს და გისურვებთ კვლავაც წარმატებულ მოღვაწეობას თქვენს მაღალ და ფრიად საპატიო მსახურებაში“, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის მისალოც წერილში.