ილია მეორე - ადამიანი უნდა ცხოვრობდეს იმედით, იმედი ჩვენი თანამგზავრი უნდა იყოს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის ტაძარში წირვა აღასრულა.
სიონში ასევე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც წირვას დაესწრო.
ილია მეორემ ქადაგებისას განაცხადა, რომ ადამიანი იმედით უნდა ცხოვრობდეს.
„ადამიანი უნდა ცხოვრობდეს იმედით, იმედი თანამგზავრი უნდა იყოს ჩვენი. ჩვენ მივესალმებით ჩვენს პრეზიდენტს, რომელიც ესწრებოდა წირვას, დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა“, – განაცხადა ილია მეორემ.