სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს აბიტურიენტებს დალოცავს.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
პატრიარქი აბიტურიენტებს სამების საკათედრო ტაძარში დალოცავს, სადაც დღეს სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურება შესრულდება.
ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს დაიწყება და თვის ბოლომდე გასტანს.